Skip links

საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას გემზე მიმტანის და ბართენდერის პროფესიულ მიმართულებაში, იმ უნარების განვითარების მიზნით რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საზღვაო სფეროში, კერძოდ საკრუიზო ლაინერებზე, მომსახურე პერსონალის დასაქმების ხელშეწყობისათვის.

 

დამატებითი ინფორმაცია https://onboard.hrajara.gov.ge

ქვეპროგრამის მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

ქვეპროგრამის მოსარგებლე ვალდებულია:

  • სრულყოფილად შეავსოს განაცხადის ფორმა;
  • საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებისას აცნობოს სააგენტოს
  • სააგენტოს და/ან საგანმნათლებლო პროვაიდერის მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100ა)

პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევის პერიოდში თუ განაცხადში მითითებული საკონტაქტო ტელეფონზე ვერ მოხერხდება დაკავშირება, სააგენტო იტოვებს უფლებას აპლიკანტს შეუწყვიტოს ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება.

  • უზრუნველყოს სწავლების პერიოდში მაქსიმალური სწრებადობა

სასწავლო კურსის 25% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;

  • გაიაროს სრული სასწავლო კურსი

ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების სრული კურსის გავლისა და დადებითი შეფასების შემდგომ.

  • სწავლების დასრულების შემდგომ  შეავსოს სააგენტოს მიერ შემუშავებული  მონაწილეთა კითხვარი 

*ქვეპროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ  ბმულს: ან სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს

ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებს