საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ხელშეწყობა

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, საკრუიზო ლაინერზე დასაქმებით დაინტერესებულ პირთა გადამზადებას გემზე მიმტანის და ბართენდერის და რეცეფციონისტის პროფესიულ მიმართულებაში, იმ უნარების განვითარების მიზნით რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საზღვაო სფეროში, კერძოდ საკრუიზო ლაინერებზე, მომსახურე პერსონალის დასაქმების ხელშეწყობისათვის.

სწავლება განხორციელდება სპეციალურად შემუშავებული,
მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს:

სამგზავრო გემის მომსახურე პერსონალის პროფესიული სწავლების კურსი
საერთო ხანგრძლივობა – 498 საათი

 

◾️პროფესიული სასწავლო თეორიულ და პრაქტიკული კურსი
(განხორციელდება იმიტირებულ სასწავლო გარემოში)
არანაკლებ
100 სთ
◾️საწარმოო პრაქტიკა რეალურ სამუშაო გარემოში
(განხორციელდება სტუმართმასპინძლობის სფეროში პარტნიორი კომპანიების ბაზაზე.
არანაკლებ
40 სთ
◾️პროფესიული მიმართულებით / დარგობრივი ინგლისური ენის
ცოდნის დონის ამაღლება

არანაკლებ
90 სთ

◾️დამხმარე მეორე უცხო ენის საბაზისო კურსი არანაკლებ
70 სთ
◾️ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები არანაკლებ
10 სთ
◾️გაყიდვების ტექნიკები – საკრუიზო ლაინერზე
არსებული გაყიდვების სპეციფიკა
არანაკლებ
10 სთ
◾️წინაგასამგზავრებელი საორიენტაციო ტრენინგი არანაკლებ
10 სთ
◾️საზღვაო ფლოტში მომუშავე პირის შესაბამის მასერტიფიცირებელი კურსი
(STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად)
არანაკლებ
168 სთ

2026 წელს პროგრამით სარგებლობის საშუალება 36 მოსარგებლეს მიეცემა.

ქვეპროგრამაში ჩართვის წესი და პირობები

ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების სარგებლობის უფლება აქვს შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლიდან, რომელიც

✅ დარეგისტრირებული უნდა იყოს ან/და დარეგისტრირდეს აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
✅ სრულყოფილად შეავსებს პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადის ფორმას სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში ან ელექტრონულად https://onboard.hrajara.gov.ge/ აღნიშნულ გვერდზე.
✅ წარმატებით გაიაროს კონკურის ეტაპები (გაეცანით მონაწილეთა შერჩევის ეტაპებს)
✅ ქვეპროგრამით მოსარგებლემ, კონკურსის შედეგების გაცნობის შემდგომ არაუგვიანეს 2 დღეში უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100 ა).

ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოსარგებლე გამოეთიშება პროგრამას და მოხდება ჩანაცვლება სარეზერვო სიიდან.

შერჩევისას, პრეტენდენეტებს შორის თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესი უფლებით ისარგებლებენ:

✅ ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში განათლების მქონე პირები
✅ მიმტანის, ბართენდერისა, რეცეფციონისტის და მონათესავე პოზიციაზე სამუშაო გამოცდილების მქონე პირები

საკონკურსო კომისიის წევრებად, შესაძლებელია მოწვეულ იქნას სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები (მაგალითად: დარგის სპეციალისტები, საკრუნინგო კომპანიის წარმომადგენელი და აშ).

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

განაცხადების გადარჩევა
კონკურსში მონაწილე პირის ინგლისური ენის ფლობის ვერბალურ ნაწილთან ერთად შეფასდება – განათლება, სამუშაო გამოცდილება, ზეპირი კომუნიკაციის უნარი და მოტივაცია

ტესტირება
განხორციელდება ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასების მიზნით, სადაც კონკურსანტმა უნდა გადალახოს ტესტირებით განსაზღვრული ბარიერის მინიმალური ზღვარი, გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად

გასაუბრება
სადაც, კონკურსში მონაწილე პირის ინგლისური ენის ფლობის ვერბალურ ნაწილთან ერთად შეფასდება – განათლება, სამუშაო გამოცდილება, ზეპირი კომუნიკაციის უნარი და მოტივაცია

ლაინერეზე დასაქმების უპირატესობები

მაღალი ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა

საერთაშორისო გამოცდილება სტუმართმასპინძლობის სფეროში

სამუშაო კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივით

უცხო ენის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება

ისწავლე, განვითართდი, იმოგზაურე !

სამუშაო მოვალეობები და თვისებები

ამა თუ იმ პოზიციის აღწერილობასა და ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის დროს, ხშირად, კონკრეტული კომპანები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ დაუშვან ზოგიერთი “საკუთარი გაუმჯობესება/სერვისი“ და შემოიღონ გარკევული დამატებითი მიდგომები, თუმცა ისინი შესაბამისობაშია ზოგად სტანდარტებთან და არ ცდება მათ.

მოცემული ინფორმაცია გაცნობითი ხასიათისაა და ის შესაძლოა შეიცვალოს დამსაქმებელი – საკრუიზო ლაინერის მმართველი გუნდის მიერ კონკრეტული კონტრაქტის შესაბამისად. თვიური შემოსავალი შესაძლოა განსხვავდებოდეს გარანტირებული ფიქსირებული ანაზღაურების, ზეგანაკვეთური დანამატის და მომსახურებაზე დამატებითი გასამრჯელოს მიხედვით.

რესტორნის პერსონალი

ბარის პერსონალი