საკრუიზო გემი არის ნამდვილი კურორტი წყალზე სასტუმროთი, ელეგანტური რესტორნებით, ბარებით, მაღაზიებით, კაზინოებით, ლაუნჯებით და საცურაო აუზებით. ასეთი დასვენების კომპლექსი მოითხოვს სხვადასხვა პროფესიული უნარჩვევების მქონე მრავალრიცხოვან პერსონალს, რაც ინდუსტრიის განვითარების პარალელურად ყოველწლიურად მზარდია.
საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ხელშეწყობა


საკრუიზო ლაინერზე დასაქმების ხელშეწყობა
ქვეპროგრამაში ჩართვის წესი და პირობები
ლაინერზე დასაქმების უპირატესობები
ისწავლე, განვითართდი, იმოგზაურე !
შემოგვიერთდი დღეს და მიუახლოვდი წარმატებულ მომამავალს
სამუშაო მოვალეობები და თვისებები
ამა თუ იმ პოზიციის აღწერილობასა და ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის დროს, ხშირად, კონკრეტული კომპანები საკუთარ თავს უფლებას აძლევენ დაუშვან ზოგიერთი “საკუთარი გაუმჯობესება/სერვისი“ და შემოიღონ გარკევული დამატებითი მიდგომები, თუმცა ისინი შესაბამისობაშია ზოგად სტანდარტებთან და არ ცდება მათ.
/ რესტორნის პერსონალი
ძირითადი მოვალეობები – სტუმრების (შვედურ მაგიდასთან) მომსახურება, მაგიდის სერვირება და ალაგება, ჭურჭლის დახარისხება და გაწმენდა, თანამშრომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო სივრცის მწყობრში შენარჩუნება. ამ პოზიციაზე საკმარისია მცირე სამუშაო გამოცდილება და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 800-1200 $
ძირითადი მოვალეობები – გუნდის წევრების მომსახურება სასადილოში და რესტორნებში მიმტანების დახმარება მგზავრების მომსახურებისას, თანამშრომელის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო სივრცის მწყობრში შენარჩუნება. ამ პოზიციაზე სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება და კარგ დონეზე ინგლისური ენის ცოდნა.
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ე.წ თიფსი) და შეადგენს 1000-1300 $
ძირითადი მოვალეობები – უშუალო დაქვემდებარებაშია უფროს მიმტანთან (Head Waiter/Ass. Maitre’d). პასუხისმგებელია სტუმრების მომსახურებაზე. სავალდებულია ინგლისური ენის ცოდნა ძალიან კარგ დონეზე და გამოცდილება ან საერთაშორისო რესტორნების, სასტუმროების ქსელში ან გემზე, რადგან მას უწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა, რჩევების მიცემა კერძების შერჩევისას, აგრეთვე მიმტანის დამხმარის მოქმედებებს უნდა ადევნოს თვალი. მიმტანი ვალდებულია იცოდეს მენიუს ყველა კერძი, ჭურჭელი და ხელსაწყოები, მისაწოდებელი კერძების ტემპერატურა და უნდა შეძლოს უზრუნველყოს შესაბამისი ღვინის შერჩევა.
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 1500 -2500 $
/ ბარის პერსონალი
ძირითადი მოვალეობები – ბარის კლიენტების მომსახურება; ღებულობს შეკვეთებს, ემსხურება მომხმარებლებს და კონსულტირებას უწევს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელებისა და გარნირის შესახებ; ზუსტად ცნობს ყველა სახის სასმელს, პროდუქტების სახეობებსა და ხელმისაწვდომ ასორტიმენტს. თითოეული პოზიციისთვის, მიმტანი უნდა იცნობდეს მოკლე აღწერას და შთაბეჭდილებას, რასაც კონკრეტული კერძი ქმნის. უზრუნველყოფს მომხმარებლებამდე ალკოჰოლური და ალაალკოჰოლურ ბაზაზე მომზადებული კოქტეილების მიტანას; პასუხისმგებელია ბარის დახლის მიმიზიდველად გაფორმებაზე, სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე.
ამ პოზიციაზე იწვევენ ახალგაზრდა გოგონებსა და ვაჟებს (ძირითადად 20 წლიდან) უცხო ენის კარგი ცოდნით და ბარში მუშაობის გამოცდილებით.
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 1100 – 1400 $
ძირითადი მოვალეობები – ანგარიშვალდებულია ბართენდერისა და უფროსი ბართენდერის წინაშე. უზურნველყოფს ბართენდერის დახმარებას ბარის მომსახურების, ლაუნჯის, საკუჭნაოს, ყველა მინის ჭურჭლისა და აღჭურვილობის სუფთა და სათანადო წესით მოვლა-პატრონობის კუთხით. პასუხისმგებელია ბარის შევსებაზე და სახარჯო მასალების შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე (სასმელები, საჭმელები, მინის ჭურჭელი და ა.შ.)
პოზიციაზე დასაქმებისთვის ბართან დაკავშირებული წინა გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო, აუცილებელია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველი უნდა იყოს არანაკლებ 21 წლის
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 1100-1600 $
ძირითადი მოვალეობები – ანგარიშვალდებულია უფროსი ბართენდერის და ბარის მენეჯერის თანასემწის წინაშე. უშუალოდ ზედამხედველობას უწევს ბარის დამხმარე პერსონალის სამუშაო პროცესს, ახორციელებს მათ მხარდაჭერასა და შეფასებას. პასუხისმგებელია მგზავრების პროფესიონალურ და თავაზიან მომსახურებაზე საკრუიზო გემის ყველა ბარსა და სასმელის პუნქტში, ასევე ბარში პერსონალისა და ეკიპაჟის წევრების მომსახურებაზე. უზრუნველყოფს ბარების უწყვეტ გამართულ მუშაობას და საკრუიზო ხაზის სტანდარტების შესაბამისად გაწეული მომსახურების ხარისხს; სასმელების სწორად გაფორმებას, მიწოდებასა და დამხმარე პერსონალის მიერ ყველა შეკვეთის სწორად შევსებას.
პოზიციაზე დასაქმებისთვის ბართან დაკავშირებული არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება და შესაბამისი განათლება. აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველი უნდა იყოს არანაკლებ 21 წლიდან
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 1800-3000 $
ძირითადი მოვალეობები – ანგარიშვალდებულია ბარის მენეჯერის თანაშემწისა და სასმელების მენეჯერის წინაშე. პასუხისმგებელია დაქვემდებარებული გუნდის (ბართენდერი, ბართენდერის თანაშემწე, ბარში მიმტანი) მუშაობაზე, აკონტროლებს დავალებებს, დამატებით გასამრჯელოს, სამუშაო საათებსა და დასვენების დღეებს, პიკის საათებში ეხმარება მათ საკრუიზო გემზე სხვადასხვა ბარებსა და სასმელების პუნქტებში. ახორციელებს სამუშაო ადგილზე ბარის პერსონალის ყოველდღიურ ტრენინგს, რომელიც მოიცავს სასმელის მომსახურების ყველა ასპექტს და უზრუნველყოფს, რომ სასმელების გუნდის ყველა წევრი აკმაყოფილებს საკრუიზო ხაზის მიერ დადგენილ მომსახურების სტანდარტებს
პოზიციაზე დასაქმებისთვის აუცილებელია მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება სასმელების მომსახურეობაში (სასურველია საკრუიზო ლაინერზე, მაგრამ არასავალდებულო) ბართან დაკავშირებული წინა გამოცდილება სასურველია, ინგლისური ენის კარგი ცოდნა, მენეჯმენტის და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველი უნდა იყოს არანაკლებ 23 წლის
თვეში საშუალო ანაზღაურება დამოკიდებულია დამსაქმებელ კომპანიასა და დამატებით გასამრჯელოზე (ეწ თიფსი) და შეადგენს 2300-3500 $
